* რომ შეგძლებოდა
ვერ შევიცვლები! ვინც ვარ დავრჩები, ბევრი პაუზა, ცოტა ხმაურით, ალბათ მეორედ ვეღარ გავჩნდები, დრო გაქროლდება აურზაურით. ამოწურავენ აპნისს არჩვები, შენც ამოწურავ ჩემს სულს გრძნეული; და გაურითმავ სტრიქონს დარჩები, კალმით ფურცელზე გამომწყვდეული. ოღონდ საჩემოდ, ძველი ფერებით... მე პოეზიით გესაუბრები, მწამს, მხოლოდ ასე მოგეფერები მარადიული თავისუფლებით. მაგრამ მაკვირვებ, არხარ უცვლელი! დრომ შეგაჩვია გადავიწყება, და მეც შევიპყრე თეთრი ფურცელი, ტრიუმფალური თავდავიწყება. მიდის ცხოვრება განართულები, გული ბადაგმა ბევრჯერ ჩაწმინდა... ოჰ, რა ძლიერად გიერთგულებდი, რომ შეგძლებოდა გეთქვა რაც მინდა... /მარიამ რევიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი