* დედის სიყვარული არ იყიდება
- ბებო, რა ღირს ყვავილების თაიგული? - ვისთვის გინდა? - დედისთვის. - ისე აიღე. - ეგ როგორ, მჩუქნი? - ჰო, რა მოხდა. ღმერთის მოყვანილია, ჩემი რა მიდის. მეც ღმერთის გაჩენილი არა ვარ და განა ვიყიდები?! - ღმერთის მოყვანილი კი არის მაგრამ შენი დაკრეფილი ხომაა?! შენ კიდევ ასე იოლას ვერ გახვიდოდი. ერთი შეკვრა თაიგულის შესაგროვებლად ვინძლო რამოდენა მინდორს შემოივლიდი კრეფა-კრეფით... ეგ კიდევ შრომაა და შრომა ფული ღირს. - დედისთვის მინდაო არა? - ჰო, ჰო დედისთვის. - ბიჭო, ჩემს შრომას რომ ითვლი, დედაშენს რაც ჯაფა ექნება შენზე გაწეული, ერთი თაიგულით გამოისყიდი?! - სიყვარულის არომატით მიმაქვს ბებო, განა უბრალოდ. შენ ფასი მითხარი. არ მინდა გუმანით გადაგიხადო, დაგაკლო და გული დაგწყვიტო. - აკი გითხარი ისე აიღე მეთქი, დედის სიყვარული არ იყიდება! //მარიამ რევიშვილი//
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი