* გაღიავებული სიკეთე (ნაწყვეტი)
ხანდხან, ძლივსძლივობით რომ შევასვენებთ შინ ჩვენს დაღლილ სხეულებს მაშინვე მოსულიერებას ვცდილობთ - სულს ჩავითქვამთ ნამცეცებით, რომელიც დღის განმავლობაში გადახდილი ამბებისგან კონსისტენციალდა. როგორ?! ასე მაგალითად, აუცილებლად გაგვახსენდება ვინ გავახარეთ, ვის ვაწყენინეთ, ვის მოვაკელით ყურადღება, ვინ დავტოვეთ უბრად...ეს ჰორიზონტალური ქმედებებია. ვერტიკალური ქმედება ის იქნება გავიხსენოთ, პირიქით, იქეთ ვინ გაგვახარა, ვინ გვაწყენინა, ვინ წაგვეჩხუბა ან ვინ დაგტოვა უბრალოდ უპასუხოდ და ა.შ. შორს შეიძლება გაგვიგრძელდეს ჩამონათვალი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენებია, მაგრამ დასაფიქრებელი. ადამიანის გახარება ღიმილითაც შეიძლება. წყენინებაც იოლად მიღწევადია. ზოგჯერ მოქმედებაც არ არის საამისოდ საჭირო; ზოგიერთს ჩვენი დანახვაც უკვე სწყინს... მაგრამ ისეთ ადამიანს რას ვუშვრებით, რომელიც ნდურების გამო უპასუხოდ გვრჩება თავის ანთებულ თვალებში?! ან რაიმე გვთხოვა, შეგვეძლო დახმარება და არ დავეხმარეთ?! გაცნობიერებული დუმილითა და უმოქმედობით - შეგნებულად გამოხატული ,,პარალიზებით" ადამიანის ცოცხალი სულის დაშთობა არაჰუმანურია. იქნებ იმ ადამიანმა სწორედ ჩვენში ჩასახა თავისი უკანასკნელი იმედი. იმედს ხომ არ მოვუკლავთ. ის ხომ სწორედ მის ასაყვავებლად მოვიდა! იქნებ და რა ბარიერების ფასად... დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ადამიანს ადამიანის დანახვა აღარ უნდა, არათუ მასთან საუბარი. ამრიგად, თუ მოხდა და ვინმე სულიერმა, ამ დედამიწელმა ჩვენამდე მოაღწია თუნდაც სანახავად, თუნდაც მოსალმებისთვის, ღიმილისთვის, შეკითხვისთვის ან ნებისმიერი დახმარების სათხოვნელად, ე.ი. მას ღმერთივით, პოტენციურ ,,მშველელად" მოვუაზრებივართ. მხრებში გავიმართოთ! გაგვიხარდეს მისი მოსვლა! რახან მოვიდა საჭირონი ვყოფილვართ და სანამ საჭირონი ვიქნებით იქამდე ვიცხოვრებთ. /მარიამ რევიშვილი/ ნაწყვეტი საკუთარი მოთხრობიდან ,,გაღიავებული სიკეთე"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი