* იყო და არა იყო რა


- იყო და არა იყო რა. იყო ერთი მოხუცი კაცი, რომელიც მუდმივად ხელჯოხით დადიოდა და...

- შენსავით არა ბაბუ?

- ჩემსავით. ერთი სიტყვით დადიოდა ხალხში და გულში დაგროვებულ სიყვარულს არიგებდა...

- ისევ შენსავით არა ბაბუ?

- ისევ ჩემსავით ბაბუმ შემოგევლოს. ერთხელ მეტისმეტად ბევრი სიყვარული დაარიგა, გული დაუცარიელდა და ეტკინა.

- უი, გულისტკივილიც შენსავით დამართნია. მერე არ მოუარა შვილიშვილმა, წამალი არ დაალევინა?

- არა. იმას არ ჰყავდა შენისთანა შვილიშვილი. უფრო სწორად შვილიშვილი კი ჰყავდა მაგრამ მას ბაბუას ჯანმრთელობა დიდად არ აღელვებდა...

- როგორ, თავისი ბაბუა არ უყვარდა?

- შეიძლება უყვარდა კიდეც, მაგრამ თავისებურად. იქნებ არ ეცალა ან...

- არ უყვარდა არა! თორემ წამალს დაალევინებდა, უშველიდა... 

- იქნებ წამალი არ ჰქონდა და არც მისი საყიდელი ფული...

- მაშინ მისულიყო მასთან, ჩაეხუტებინა გულში... ბაბუას ცარიელი გულიც ისევ სიყვარულით შეივსებოდა და მორჩებოდა.

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი