ორი დღესასწაული


9 აპრილია-გილოცავთ ყველას!
დღე უტეხობის, ქართველთა რწმენის,
9 აპრილია-გილოცავთ ბზობას,
გადაშენება არასდროს გველის!
9 აპრილია-ზეიმის დღეა,
ეს უკვდავების დღეა მარადის
არ დაეშვება ქართველთა დროშა
იგი გმირიდან გმირზე გადადის!
9 აპრილია-ურყევი ბრძოლის
ვით გვაქვს დიდგორი და ვით მარაბდა,,,
სისხლით და რწმენით მოპოვებული
თავისუფლების გლოვა არა თქვა!
დიდება ამ დღეს დაღუპულ გმირებს,
ბზობამ მოჰფინოს მათ სულებს შუქი,
ვადიდოთ უფლის შემობრძანება
დღეს არ ჩაიცვათ ფერები მუქი!!!

/მარი მაჭარაშვილი/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი