სნეულ ქალაქში
,,სნეულ ქალაქში სიყვარულსაც შეჰყრია სენი", ფრთა დამტვრევია, დაუკარგავს სურვილი ფრენის. სნეულ ქალაქში გულო, ვიდრე დაძაბუნდები ნამათხროვრები გრძნობით დროში გამოხუნდები, თუ სიყვარულმა ჯილდოდ მხოლოდ ტკივილი მოგცა, როცა იფიქრე, იოცნებე, იყვარე როცა, ყოფის ქარბუქში თუ კვლავ გიწევს ლოდინი, მოცდა,,, ითვლი ღამეებს , ცრემლიანებს,,,, თხუთმეტი, ოცდა,,, ცრემლით ვერ შეძლებ ამოავსო დამშრალი წყარო, ვერ შეძლებ მთვარეს თავი ცრემლით შემოაყვარო! თუ სიყვარულმა ჯილდოდ მხოლოდ ტკივილი მოგცა, უთხარი ასე: იცი კარგო?- არ ხარ და მორჩა!!! /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი