გ პ ი რ დ ე ბ ი!
გპირდები , რომ მოგწერ ხვალიდან წერილებს, განთიადს გაჩუქებ შეშლილს და ვნებიანს, გპირდები, ჩავახშობ ეჭვებს აღრენილებს, ხვალიდან, თვალებიც ყველაფერს გეტყვიან.. გპირდები, ბოლოა თეთრი ღამეები, მუდმივ მოლოდინით სივრცის გაფითრება, მტკივა უშენობა ისე გამეტებით, გპირდები, ხვალიდან ასე არ იქნება! ვერ დაგთმე, არ ძალმიძს, სულ მინდა მიყვარდე! წამებად ქცეული წამები ვარწიოთ, შევშალოთ დღეები ხსნილიდან ხსნილამდე, ამ წამის სიგიჟე ზეცამდე ავწიოთ / მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი