ჩემო საქართველო
ასე აგდებული, გარეთ გაგდებული, უფსკრულს ჩაგდებული, ღმერთო დაიფარე ჩემი ქართველობა! ასე ავადმყოფი, ვისთვის კარგადმყოფი, დაშლილ -დანაყოფი. სული განუკურნე , მიეც ჯანმრთელობა! მადლით შემოსილო, წმინდა მოწამეო, ისევ გვიწამეო! ისევ გვიწამლეო! მხოლოდ ღვარძლმოსილი, არა ძალმოსილი, ძაძით შემოსილი გულში მეფლითები ჩემო საქართველო! გრძნობა გაყინული, გროშად გაყიდული, ბნელეთს გახიზნული, როგორ გაგათბო და როგორ გაგანმრთელო? მადლით შემოსილო, წმინდა მოწამეო, ისევ გვიწამეო! ისევ გვიწამლეო! /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი