ზღვა
მზემ დაიწურა სხივები ზღვაზე, და ვარსკვლავებად აფეთქდა ცაზე. მთვარემ მოისხა ყვითელი პლედი და მოუხარა სამყაროს ქედი. ცელქი ნიავი უხილავ ფრთებით სულს იგრილებდა ტალღებზე ფრენით. ზღვარუპოვარი მკერდის სიღრმიდან შიშველი ვნება პერანგს იხსნიდა. ტალღები კენჭებს ლოკავდა ზანტად, ზღვა თითქოს პირველ სიყვარულს ჰგავდა. აძაგძაგებდა, ღმუოდა, თრთოდა, ზღვასურნელების სიო მოჰქონდა. დროს აცდენილი ნაფეხურებით ვძერწე, ვაშენე საფეხურები. ვანთე, ვაბევრე გულში ხანძარი, ვაგე ოცნების თეთრი ტაძარი. უდასასრულო წვებოდა ღამე, ზღვანიჟარები ცრემლებით ვნამე. ყრუ ფორიაქმა ჩაახშო სმენა, ზღვას აფხაზეთი გულზე ესვენა. /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი