მხოლოდ შენ და შენს გარეშე


ჩამეხუტე!
შენი სუნი,
შენი სითბო დამიბრუნე,
დავითრგუნე,,,
მზის ჩასვლამდე
ერთი კოცნა,
ერთი სიტყვა დამაწიე, 
დამარწიე,,, 
მხოლოდ შენ და
შენს გარეშე,
მტკივა სული მოთარეშე.
თვალთა სინთეზს,
ფირუზისფერს, 
ნაფერებს და
ნაალერსებს
ფიქრი ჩემი
კრძალვით მისდევს. 
ვერ ვივიწყებ!
ქვითინს ვიწყებ...
დამივიწყე!!!
დამივიწყე!!!
დამივიწყე!!!
მახრჩობს ცრემლი,,,
ცის იქითაც
შენ ერთს გელი.
მხოლოდ შენ და
შენს გარეშე,
მტკივა სული მოთარეშე!
ჩამეხუტე!!!
/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი