მომენატრე


მომენატრე, იცი როგორ მომენატრე,
ვით ზამთარში გაღვიძებულ იას სითბო,
სულის ნოტებს აკორდებად მოემატე,
გულის ყველა კუნჭულსა და კუთხეს გითმობ.

მოჰქუხს ვნება, ახლა ისე გახელებით,
ვიდრე დროში დახავსდება, მოდი, გიხმობ,
უთქმელობა , ვით ბორკილი ცრუ ფერების
ნამყინვარებ გულის უფსკრულს ვერ გაგითბობს.

სევდის თოვლი წამწამებზე მძიმედ მათოვს,
სულ ცოტათი გიყვარვარო?- მკითხე ,მახსოვს!
როგორც მაშინ, დღესაც თბილი ამინდია,
თვალმა ცრემლი დღესაც ვეღარ დაიტია.

-მომენატრე, იცი როგორ მომენატრე?
-მაინც როგორ?- აქ რომ იყო, მკითხავ , ისევ,
მომენატრე, ტკივილამდე მომენატრე,
სულის ყველა აკორდსა და კლავიშს მივსებ.

მომენატრე, უსაშველოდ მომენატრე,
სევდის ზღვაში შენს სიცოცხლედ ვიარები,
გავუძლებდი მოთმინებით ალბათ რამდენს!
რომ, იმედი მქონდეს შენი ტრფიალების.."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი