დამაიმედე
წვიმის წვეთები ცრემლებივით ჰკიდია ღაწვებს, გულის დარდებად დაჰფენია განთიადს, მზიანს, გაცრეცილ დღეებს დაღილ სტროფში იმედით ვაწვენ უშენო ღამე ძველ წელიწადს წვალებით მიაქვს. ქარია გარეთ, სული თოვამ დაფარა თეთრით, გულს ახრჩობს სევდა და ნაღველით ამოხმა ლამის, დამაიმედე , რომ სიცოცხლე მიღირდეს შენით... სველია ქუჩა, გამეტებით ბარდნის და ბარდნის. მომხვიე ხელი, მიმიხუტე შენს გულთან ისე რომ , საგზლად მხოლოდ არსებობა შენი ვიკმარო, შემოვისარტყლებ შენს სიყვარულს, გავფანტავ ნისლებს ღვთიური ცის ქვეშ ვარსკვლავები ერთად ვითვალოთ. /მარი იმერი/ /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი