იასამანი


მე გაზაფხულის სურნელი მიყვარს,
და სინატიფე იასამანის,
იების სიო სიცოცხლეს მირწყავს,
ტკივილს მიყუჩებს როგორც წამალი..

ახლა თვალები ტრფობით მთვრალია,
სულს მბანს ოცნება მზისკენ მავალი,
დღეს ჩემი მუზის დეფოფალია,
აფეთქებული იასამანი.

გარდავიცვლები მე გაზაფხულზე
არ მიყვარს ზამთრის ცივი საბანი,
ზეწარის ნაცვლად მაფინეთ გულზე
ჩემი ია და იასამანი.
/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი