დედას ნაბოლარა


გრძნობები ფიქრებს სულში იძვრენენ
მხიარულება სუფევს,
ყველა ოცნება აგსრულებოდეს
სუფთა გულით რაც გსურდეს.

უკვე ცხრა წელია მათბობ
ჩემო ნაბოლარა ქალო,
თბილო, თვალხატულა , ჩემო
დედას ნებიერა ხარო.

მინდა ღიმილებად გექცეს
ყველა წუთები და წამი,
რომ შენს ლამაზ თვალებს მწუხრის
არ ჩამოსდენოდეს ნამი.

მინდა დალოცვილი მყავდე
ჩემო მუსიკავ და ქნარო, ,
ჩემო ოქროსგულა ქალო
ჩემი სუნთქვის ძალა ხარო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი