სნეულ ქალაქში
თუ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთვის დრო არა აქვს , გაბედულად შეტრიალდით და გაიქეცით, გაიქეცით მისგან, რადგან ასე იდგებით მთელი ცხოვრება -საკუთარი რიგის მოლოდინში,,, 💖💖💖💖 💖💖💖 ********************************************* ******* სნეულ ქალაქში ჩემ სიყვარულს შეჰყრია სენი, ფრთა დამტვრევია, დაუკარგავს სურვილი ფრენის. ,,სნეულ ქალაქში "გულო, ვიდრე დაძაბუნდები, ნამათხროვრები გრძნობით დროში გამოხუნდები, თუ სიყვარულმა ჯილდოდ მხოლოდ ტკივილი მოგცა, როცა იფიქრე, იოცნებე, იყვარე როცა, ყოფის ქარბუქში თუ კვლავ გიწევს ლოდინი, მოცდა,,, ითვლი ღამეებს , ცრემლიანებს, თხუთმეტი... ოცდა... ცრემლით ვერ შეძლებ ამოავსო დამშრალი წყარო, ვერ შეძლებ თავი ვინმეს ცრემლით შემოაყვარო, თუ სიყვარულმა ჯილდოდ მხოლოდ ტკივილი მოგცა, უთხარი ასე: იცი კარგო?- არ ხარ და მორჩა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი