დაბრუნდი
დამთავრდა! მორჩა! დღეს ტკივილი თვალის ტბებს ტოვებს, მზე სხივთა კისკისს ცაში მხოლოდ ჩვენთვის აგროვებს. უშენო ღამე ჩემს ფანჯრებთან გამართავს მეჯლისს დაბრუნდი, ვიდრე მონატრება ჭკუიდან შემშლის. შიშველი წვიმა შემოიგლეჯს სევდისფერ ძაძებს, და მოგიყვება სიყვარულზე საოცარ ამბებს: . .რომ მე უშენოდ ჩასუნთქული ჰაერიც მტკივა, მტკივა უშენოდ ნათენები ყოველი დილა, ნეტავი ,იმას ვისაც სულში არასდროს სცივა ვინც სიყვარულის ტაძარის კართან დროულად მივა... (ნაგაზაფხულარ ნაწრთობ სულში უღმერთოდ მცივა) დაბრუნდი, სანამ ოქროსფერი მზე ჩავა ზღვაში, უიმედობა შემივერცხლდა სანამდე თმაში. წავიდეთ ჩემო მთების მიღმა , ოცნების ტყეში, მიყვარხარ ასე, უმიზეზოდ მიყვარხარ ღმერთში, და თუ ,,ღმერთი არს სიყვარული" ღმერთს ვხედავ შენში, დაბრუნდი ვიდრე ეს დუმილი ჭკუიდან შემშლის,,,,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი