ქართული რეალობა


თესვა , მოფარცხვა, ნაყოფი, მომკვა,
კომპიუტერმა წიგნები მოკლა!

დაახშო ნიჭი და ფანტაზია
უწიგნურები თავზე გვაზიან.

თურმე შეცვლილა წიგნის ფუნქცია
კითხვა მოსწავლეს ტანჯვად უქცია.

სწავლა /სწავლება და დედუქცია-
უსახურები სკამებს უცდიან.

ცხოვრებას შრომით თუ ეჭიდები,
შვილს მისაბაძად აღარ სჭირდები.😢

სწავლულთ დიპლომებს გაუჩნდა ჩრჩილი,
ქვეყნად სამართალს მიადგა ჩრდილი.

ლანძღვა-გინებას დღეს ვართ ჩვეული,
თავდადებას კი გადაჩვეული.

დაავადმყოფდა სული ეული
ბიზნესის წყარო გახდა სხეული.

ჩვენ ჩინოვნიკთა შოუს ფირებით
ჯოჯოხეთისკენ მივედინებით.

აქეთ გენდერი, იქით ტენდერი,
თავშესაფარში მიჰყავთ ბებერი.

შენც დაბერდები, მეც დავბერდები,
სად ჩავასვენოთ მკვდარი გვერდები?

მიწას ქართულს და მიწას მადლლიანს
ფეხზე ვდგევართ და ფეხქვეშ გვაცლიან.😢

მტრებს შეუღობავს იალაღები
არსად სინათლე, არც ხმის გამღები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი