ქმარმა მითხრა:


ქმარმა მითხრა: - დოქის ყელი მირჩევნია ქალისას,
ბევრს ვუყვარვარ ,სარჩევად მყავს ლარისა თუ მთვარისა.
გადამღალე უპასუხო, უსარგებლო ლოდინით,
ჩემი სულის სიო განდე, შენ კი ნაყე როდინით!

ვუპასუხე:- თუ კი დოქის ყელი გიჯობს ქალისას,
შეგეცილო?- არ მეღირსოს გათენება ხვალისა,
უგონოა სიამენი სიყვარულის ძალისა,
რომ არ დაჭკნეს ყურადღება, რწყვა სჭირდება ყვავილსაც.

დავიღალე , სული მეწვის , მზე მიქციე წვიმებად,
წამწამებზე დამაწურე რუხი ცრემლის მძივებად.
არაუშავს , გადავიტან, ამის მეტი რა ვიცი,
ვერ გავალღვე აისბერგი, აღარც რამეს განვიცდი.

ტკივილის ფასს რომ არ ვცნობდე, ღიმილს რა მასწავლიდა,
წადი, თავი დამანებე, ან მითხარი რა გინდა?!

ქმარმა მითხრა -დოქის ყელი მირჩევნია ქალისას,
ვლოცავ იმ წამს, როცა ღმერთმა ჩემს გულს შემოგახიზნა.

/მ.ი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი