თუ გსურს იყო ბედნიერი
თუ გსურს იყო ბედნიერი, გიხაროდეს სიცოცხლე, გაემიჯნე წარსულს დღესვე და მომავლით იცოცხლე! თუ კი გული ისე გეწვის, ვეღარ სძლიე განსაცდელს, ზღვას კალაპოტს ვერ შეუცვლი, დროს ამაოდ გააცდენ. ნუ ეცდები ნურასოდეს, მსხვერპლის როლი მოირგო, გახსოვდეს რომ უფლის ძალამ მადლი შენზეც მოიღო. სიყვარულით კვებე გული, გქონდეს კარგი აურა, არასოდეს შეგაშფოთოს ჭორებმა და ხმაურმა. ბევრი კითხვა პასუხს ითხოვს!- სულს ამაოდ იწვალებ, აპატიე, სანამ დროა, პატიება ისწავლე! კატასავით ,,ცხრა სიცოცხლით" წამოდექი ყოველდღე, თუ გსურს ფეხზე მყარად იდგე , ყველა ნიღაბს მოერგე! თუ წარსულზე კონცენტრირდი, აწმყო გაქცევს ხეიბრად, დაივიწყე, რასაც ვერ ცვლი, დღე აქციე ზეიმად! დღეს თუ სიცილს არ ისწავლით, ხვალ იქნება გვიანი, იდღეგრძელეთ, ცხოვრების გზა გქონდეთ მუდამ მზიანი! /მ.იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი