აღარ დამიძახო, გთხოვ!
მალე გაზაფხული მოვა, მალე იმაისებს კვლავ, უნდა დავასრულო გლოვა თეთრი ღამეების თვლა! მალე გაზაფხული ფარჩას, ნაზად შემოაქსოვს ტყეს, სულში იარები დამრჩა შენი სიყვარულის ტყვეს! მალე გაზაფხული იხმობს თეთრი იასამნის ზღვას, მუდამ საცალფეხო იყო ჩემი სიყვარულის გზა. შენთვის სხვა სეზონი მოვა, ჩემთვის რა ხანია თოვს, უნდა დავასრულო გლოვა აღარ დამიძახო , გთხოვ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი