დაბადების დღეს მოგილოცავ ძვირფასო მამა
(წერილი მამას) დაბადების დღეს მოგილოცავ ძვირფასო მამა... 🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌸🌕 მამი, ძვირფასო, მოგილოცავ - დღეს შენი დღეა! შენი არსებით ჩემს თვალებში სულ მუდამ მზეა, მეამაყები მამაჩემო, მიყვარხარ, მწამხარ, თოთო ბავშვივით გულჩვილი ხარ, არავის გავხარ. ხარ ცვალებადი ხასიათის, ამ თვის სადარი, ხან ღრუბელი ხარ, ხან მზის სხივი, ხანაც ავდარი, არ მიკვირს შენ გულს რომ ატყვია ბევრი იარა ეს იმიტომ რომ ბებომ მარტში გამშობიარა. დრო გაზაფხულის ჩემთვის მხოლოდ შენით იწყება , სანამ შენ მყავხარ ჩემს თვალებში სულ მზე იქნება , ჩემი ცხოვრების გმირიც შენ ხარ, ჩემი ზრაპარიც, ფუძე -კედლები შენი ზრუნვით არის გამთბარი. მამი ძვირფასო, ნეტავ წლები საით მიდიან, რატომ არასდროს ბრკოლდებიან, არსად იცდიან? ეს რა ულმობლად დაგტყობია დროის თარეში, უკიდეგანო სევდა გიდგას ღვთიურ თვალებში. დაგლოცავ მამი, დილა შენზე ლოცვით დავიწყე, ვერ გინახულე, თუმცა ვიცი , ვიცი არ მიწყენ. ჩემო ძვირფასო, ვერ აღგიწერ მიყვარხარ როგორ! ნეტავი ვიყო ისევ შენი პატარა გოგო.😔😔
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი