როგორც არასდროს ისე მინდა ახლა გიყვარდე
პეშვით მომქონდა მზის სხივები - ცას მოპარული, მაგრამ მაგ გულის ცხრაკლიტულში ვერ შევაღწიე , შემაშრა ცრემლი წრფელ გულიდან გადმოღვარული, დღეს სურწყუნისთან ზამთრის ბოლო ღამე ვარწიე. ხვალ ტახტრევანზე დაბრძანდება მირკანი-გიჟი, ხვალ , უფლის ფუნჯი ხელთავიდან დაიწყებს ხატვას, ახალ ოცნებად აფეთქდება ტყემალი, შინდი... სევდას დავკიდებ კვირტებდამსკდარ რტოებზე ატამს . ხვალ მზეს შევასმევ დღეებს , თვეებს შენი ბაგიდან, მზით დაფერილი სიყვარულით მწამხარ ღმერთამდე, ჩამჭიდე ხელი, გაზაფხული მოდის ხვალიდან, როგორც არასდროს ისე მინდა ახლა გიყვარდე .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი