მიყვარხარ და მაინც გიშვებ...


მთვარე მინათებდა ღამეს
სიო მაკვდებოდა მკერდზე,
ცრემლი მიბურავდა თვალებს
გუბედ გუბდებოდა  გზებზე...

კიდე შესდგომოდა   ბიჯგად
შავ-შავ საავდარო ღრუბელს,
დგება წამი როცა გინდა
ირგვლივ ყველაფერი დუმდეს.

ახლა  ილუზიას მოჰგავს
ფიქრი სიყვარულის ღმერთზე,
სული სასოებით ბორგავს
ვფიქრობ ფრთებდამტვრეულ წლებზე. 

ერთურთს განვეშორეთ  ისე.
როგორც ბინდი დაღამებას,
ახლა გულს ტკივილი მივსებს
აწი ვეღარ  შევძლებ ფრენას.

მიყვარხარ და მაინც გიშვებ,
უთავბოლო ფიქრებს ვართავ,
ჩემი სიყვარულის ჩრდილქვეშ
ტკივილს ცრემლის წვიმას ვატან.

მე გამოგიგონე , შეგქმენ
ჩემი სიყვარულის ღმერთად, 
უსასოო ნატვრად მექმენ
ღამე მითენდება თეთრად!

ალბათ ეს ტკივილი შემშლის
დამენანები და ვტირი,
ნეტავ მაპოვნინა შენში
ჩემი ოცნებების გმირი!
/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი