თუ იმ გზით ივლი, სადაც სხვები მიგითითებენ...
თუ იმ გზით ივლი, სადაც სხვები მიგითითებენ... 🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔 თუ იმ გზით ივლი, სადაც სხვები მიგითითებენ, ბოლოს იქ მიხვალ სადაც მათი სურვილი არის, თუ დღე-ნიადაგ ის გადარდებს ,,რას იტყვის ხალხი?“ სხვისი ხელებით დაწერილი ცხოვრება დაგღლის! მათ საამებლად თუ კი მუდამ ჩრდილში იდგები, გახსოვდეს, იმ სხვას არ უყვარხარ - მხოლოდ სჭირდები! თუ გამუდმებით უკან იხევ და სულ ჩუმდები, ამ ცხოვრებისგან გელოდება მხოლოდ ხურდები… დღესვე თუ არ თქვი რაც გინდოდა რომ გეთქვა გუშინ, უთქმელი სიტყვა ლახვარს ჩაგცემს შენივე გულში. თუ შენთვის არა, სხვისთვის ქარგავ ცხოვრების ფერებს, მოვლენ და სულში აგირევენ ტურტლიან ხელებს! თუ იმ გზით ივლი, სადაც სხვები მიგითითებენ, ბოლოს იქ მიხვალ სადაც მათი სურვილი არის, თუ დღე-ნიადაგ ის გადარებს ,,რას იტყვის ხალხი?“ სხვისი ხელებით დაწერილი ცხოვრება დაგღლის! /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი