როცა


როცა...
😞*********😞
როცა იმედები გიცრუვდება,
გული აღარაფერს გამცნობს,
როცა ტკივილები გიყუჩდება,
როცა სული აღარ ანცობს.

როცა ვეღარ ამჩნევ იასამანს
როგორ საუცხოოდ ჰყვავის,
როცა ჩამორჩები დროის ტრამალს
და დღე უმზისსხივოდ გადის.

როცა სევდა შენზე ძლიერია,
ზეცას აღარ აპობ ფიქრით,
როცა მონატრება ცბიერია
სადღაც მარტოობა გიცდის.

როცა სითბო ყინულს ვეღარ ალღობს,
ექოც აღარ სწვდება სმენას,
უხმოდ გასასვლელი უნდა ნახო
უნდა გაეცალო ,,სცენას“!

როცა სიყვარული მათხოვრდება,😰
როცა გათოვდება დარდი,
მერე ყველაფერი სულ ერთია
ჰოდა ადექი და წადი!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი