მე სიყვარული მწყუროდა შენში


ღამის მომნუსხველ სილამაზეში, 
მთვარე  დამცქერის ნაცნობი მზერით
ვცხოვრობ  რითმების  ოქროს კვეთაში
სული მევსება უსაზღვრო რწმენით.

მივყვები დროის უმიზნო ცვეთას,
წამით არ ცხრება ცახცახი სულის ,
ვიდრე იმედი მსუბუქად წვეთავს,
წვიმებს წალეკავს წყალობა  უფლის.

(ვარდობის თვიდან   ყოველი  წუთი
ამ უთარიღო ამინდებს ვანდეთ,
არ ვიცი, როდის  ჩამოწვა მწუხრი?-
ჩვენ ერთმანეთში ყოფნის დრო ვფანტეთ...)

ღამის მომნუსხველ მდუმარებაში 
ჩამესმის  ნაზი   ნოტები წვიმის,
მე სიყვარული მწუროდა შენშში,
შენ კი გხიბლავდა სურნელი დილის......

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი