ისე წახვედი


ისე წახვედი ,შემატოვე ფიქრებს, ნათენებს,
ისე დამშორდი დღემდე ბრალი არ ვიცი რა მაქვს?
წვიმებჩამდგარი თვალებიდან ვფურცლავ ღამეებს
და გაზაფხულის სიმარტოვე ცრემლებით დამაქვს.

იქნებ ეს იყო სიყვარული, არც იყო, იქნებ....
რა როლი მერგო ამ ცხოვრების კომედიაში?
საკუთარ სულში გამოკეტილ სითბოს ვაციებ
მახრჩობს დუმილი ზურმუხტისფერ პოეზიაში.

სიცარიელემ დაივანა სადაც მტკიოდა,
გადავიღალე, გაიცრიცა გრძნობების ფუნჯი,
სხვა არაფერი, მხოლოდ შენთან ყოფნა მინდოდა....
სადღაც ზღვა ღელავს , სადღაც ცაა უსაზღვროდ ლურჯი...
/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი