გილოცავთ ხ ა რ ე ბ ა ს!


,ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი!”
კვლავ იგუგუნეს ტაძრის ზარებმა,
მოვიდა ხსნისთვის უფალი ერთი,
გლოცავთ, გფარავდეთ წმინდა ხ ა რ ე ბ ა !

მოგვმადლოს რწმენა, ძალა და განცდა,
შევუდგეთ უფალს, ვატაროთ ჯვარი!
ვაშენოთ გულში სიკეთე კაცთა,
მართლმადიდებლის სიმტკიცის ფარი.

ეს განსაცდელიც გაივლის მალე
როგორც, სხვა ყველას გადაუვლია
მწამს , უკეთესი დადგება ხვალე
მთავარი უფლის სიყვარულია.

გადიწმინდება ღრუბლების ჩერო,
ქალაქს ბანს ეტყვის მწუხარე ახო ,
სულში დაჭრილო სამშობლოვ ჩემო ,
გაბრწყინებული მინდა რომ გნახო!

,,ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი!”
კვლავ იგუგუნეს ტაძრის ზარებმა,
მადლი უფლისა წყალობას ერთვის,
გფარავდეთ მუდამ წმინდა ხ ა რ ე ბ ა!
/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი