მკვდარი ხარ!
მკვდარი ხარ, თუ გულში ბოღმას ვერ ერევი, თუ ყალბი ღიმილის ხარ მუდამ მფრქვეველი!. მკვდარი ხარ, თუ სულში გიყვავის ეჭვები თუ ნდობა არა გაქვს სიძულვილს ეჩვევი. მკვდარი ხარ, თუ სხვისი არ გეწვის ტკივილი, თუ მიწის არ გესმის სევდა და ყივილი! მკვდარი ხარ, თუ შვილთან ვერ ჰპოვე საერთო, თუ იგი ჭაობში ყელამდე ჩაეფლო! მკვდარი ხარ, თუ შენში ღმერთი ვერ იპოვე, თუ ბოროტს ვერ სძლიე- შენდობა ითხოვე! მკვდარი ხარ, თუ შენთვის მთავარი ,, ვერცხლია“ თუ ფიქრობ აღდგომა - ,,წითელი კვერცხია!“ მკვდარი ხარ, თუ შენში სიხარბის ბუდეა, შენი გზა-უფლამდე, მრუდეზე მრუდეა! მკვდარი ხარ, თუ შური შუბლს სერავს იარად სულითაც, ხორცითაც მკვდარი ხარ მთლიანად! /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი