დიასახლისის ჩივილი (დარჩი სახლში)
(ჟამიანობა 24/03/ 2020 წ) როგორც იქნა დავრჩი სახლში, გავახარე ქმარ-შვილი, ამდენ ხეხვა- წმენდისაგან გავხდი სახე- წაშლილი: ვის სამარხვო ტორტი ვუცხვე , ვის პიცა და ბლინები, მიხარია ფუსფუსი და თითქოს არც კი ვიღლები...☺ ხან წინსაფარს გავიკეთებ, ხან ბავშვებთან ვერთობი, 😊 სამსახურში გასაშვებად აღარავის ვეთმობი. დედა ვარ და, მეუღლე ვარ, ყველაფერი მახარებს, აქ, ხვალინდელ გეგმას ვაწყობ, იქ ეშმაკი ხარხარებს: გაგონილა აღდგომის დღეს ,,, საგანგებო“ დაარქვა?😱 ბრაზი როგორ გადავმალო, რამე ცუდი არა ვთქვა?! ვერც გაზაფხულს ვეღარ ვამჩნევ, მუზაც ისე დამიფრთხა, აღარ მინდა სახლში ჯდომა, ხასიათი წამიხდა! (დღე და ღამე აგვერია ,,დისტანციურ სწავლებით“, ჯგუფში, ჩატში ყველგან ჩვენ ვართ, ვწვალდებით და ვწამდებით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი