გუშინ მითხრეს...


გუშინ მითხრეს, დაგიკარგავს ფორმა ქალო,
შროშანის და იასამნის შესადარო!

ჭრელ კაბაზე ჟამის ფერი დაგდებია,
ეგ თვალები თითქოს ცივი ზამთრებია...

გუშინ მითხრეს: გაგიხუნდა პალტო , ქალო,
იქნებ ძველი სამოსელი გადაყარო!

გაზაფხული კარს მომდგარა, რად არ ხარობ,
ნუთუ მართლა აღარავის აღარ ჰყვარობ?

გუშინ მითხრეს: ფერმკრთალი ხარ, იცი, ქალო?
სევდიანო, ნაგაზაფხულ-ნაზამთრალო...

საყურეზე თვლები სულ მთლად დაგცვენია,
ნუთუ სახლში სარკის მაინც არ გრცხვენია?

ცრემლმა თვალი დანისლა და გადაბურა,
გადაჩვეულ ღიმილს მძივად მიაშურა...

ძველ სამოსში შეიკეცა წლებმა ფრთები,
მომავალის სიდიადით ვეღარ ვტკბები.

რა ძნელია, არ დაკარგო ფორმა მაშინ
როცა , არვის აღარ ელი ბედის კარში.

რა ძნელია ყვავილს ჰგავდე გაშლილს ველზე,
როცა იცი , აღარავინ გელის გემზე.

რა ძნელია სილამაზე, მაშინ, როცა ,
იცი, შენთვის ყველაფერი უკვე მორჩა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი