ლ(ექსპერიმენტები) მხოლოდ (ა) ხმოვნით, მხოლოდ (ე )ხმოვნით
მხოლოდ (ა ) ხმოვნით ******* შავთვალავ და შავდალალავ, სად ხარ, ამ წამს? ბარაქალა შავ წარბ-წამწამს, ნატვრად დამაქვს მაგ თვალთა ცა, გხატავ, გხატავ და ქარს ვატან, მხატვარს ვგავარ ალბათ, ნატანჯს. გასცდა განცდა, სახლს, ნასახლარს, გზა დაჰკარგა, ტაძარ-ტაძარ ნატვრად დახვალ, ვარსკვლავს გავხარ, თავს დავკარგავ! განა მართლა სხვასთან წახვალ? რად მკლავ ქალავ, შავდალალავ?! /მარი იმერი/ მხოლოდ (ე) ხმოვნით ******** ვერ ვძლებ, გეძებ გზებზე კლდე-კლდე, ხევ-ხევ, მთებზე, შემეფეთე... გხვევ ხელს მხრებზე, ყელზე, მკერდზე, შემდეგ წვეთ-წვეთ ვწერ თეთრ ლექსებს შენზე, ჩვენზე, მზეზე, ღმერთზე... მენდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი