უსათაურო


უსათაურო

მიყუჩდა გული, წლებს მივყვები როგორც მარხილი, 
 თავმოკლულ ფიქრებს   აღარ ესმით არვის ძახილი...

შემოვრჩი ლექსებს როგორც რუხი, ყალბი  სამხილი
ნაიარევი, მარტოსული  და თავახრილი.

გაცემულ სითბოს მწარე შხამი აგემეს გესლად, 
სულის სიმშვიდე ვეღარ ვპოვე წლებია ვერსად!

ფესვი გაუხმა , იმ სიყვარულს, სიყვარულს ჩემსას
აღარ ყვავილობს, ცრემლი მექცა ცხოვრების წესად. 

ერთ დროს მეგონა რომ დღე იყო მხოლოდ მზიანი,
  თურმე ყოფილა   უიმედო... ქარიშხლიანი.

არა, არ ველი  რახანია  ლამაზ    წერილებს, 
 სხვა  მზე ამოვა, ახალ ლექსებს  დამაწერინებს. 

მჯერა,  მუზებსაც მოწყინდებათ  უხმო  ყბედობა
და ჩემს სტროფებში თავს დაიხრჩობს უიმედობა. 
/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი