მე შევიშალე სიყვარულის ზედმეტი დოზით! ***
უთუოდ მოთოვს! ხვალ, სითეთრეში გაეხვევა ტკივილი ყველა, ვით ობოლ ფოთოლს... მომწყურდება ახლიდან ფრენა,,, სიცარიელე დამძიმდება- ვით ბელტი ხნულის, სიცარიელე დამძიმდება- დემონი სულის ! უთუოდ მოწვიმს, არ ვიცი როდის! წვიმა ჩამორეცხს უშენო ცრემლს ნაზამთრალ თვალებს , ჯერ არ განცდილი მისტიური შიში იალებს! ალბათ ნათქვამზე უთქმელობა დაგროვდა მეტი, ჩემი სიგიჟე შენთვის იყო, ალბათ ზედმეტი! უთუოდ მოთოვს,,, უთუოდ მოწვიმს, არ ვიცი , -როგორ? არ ვიცი , როდის? ცოდვებს ვიგროვებ წვეთ წვეთად, კოვზით! მე შევიშალე .... ტკივილით არა! სიცივით არა! უბრალოდ არა! მე შევიშალე სიყვარულის ზედმეტი დოზით! /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი