მცივა!


მცივა!!!
დღე იღვენთება ყინულის ფერად
გათოშილ ტოტებს ვერ ითბობს ნუში,
ისევ ბავშვური ოცნების მჯერა,
ცაში ხეტიალს განვაგრძობ გულში.
დღე იღვენთება ყინულის ფერად,
ზამთრის ქარები ცივად დაობენ,
მოგონებები დროის ფურცლებად
მთვარის ნამქრეში ფარიკაობენ
.
დღე იღვენთება ტკივილი მოაქვს,
ქარი ზუზუნში სულ მინდა ვთვლემდე,
ვიცი ყველაფერს თავისი დრო აქვს
სიკვდილის ფარდა მაშინებს დღემდე
.
დღე იღვენთება ღამდება თეთრად,
მიქრის მერანი ფიქრთა ქაოსში
ნაღველი მექცა შავ ბარიერად
ო, როგორ მცივა ამ სამყაროში!
დღე იღვენთება ყინულის ფერად
გათოშილ ტოტებს ვერ ითბობს ნუში,
ისევ ბავშვური ოცნების მჯერა,
ცაში ხეტიალს განვაგრძობ გულში.
/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი