სავედრებელი უფალს!!!
მიწყალე უფალო, უღირს სულს გავედრებ, შეგცოდე და მაინც აქ მოსვლა გავბედე! თვალი ცრემლიანი ბევრჯერ აგარიდე, ღმერთო გევედრები, საცდურს განმარიდე! ვნების, სინანულის ცრემლი მომეძალა, სულით არ დავეცე ღმერთო მომე ძალა! შემინდე უფალო, ზურგით არ დამიდგე, როგორ მეშინია ცოდვილს არ განმიდგე! თითქოს ამოვშანთე სულში ცოდვის გუბე, ისევ დაბრკოლება, ისევ გზები მრუდე,, შენს წინ მუხლმოყრილმა დარდი ვერ გაგინდე, ცოდვილ სულს გავედრებ, გთოვ ყური დამიგდე! ოჯახს შეგავედრებ ლამაზს და უბიწოს არა მოჩვენებითს, და არა უნიჭოს,,,, ოჯახს შეგავედრებ, უფალო მადლიანს მასზე სანატრელი არც რა გამაჩნია ! , გავედრებ,უფალო, ცუდისგან დაიცევ დაცემის უფლება არასდროს არ მისცე! შვილებს შეგავედრებ ,ღმერთო გამიხარე,,, ავი საქმისაგან კალთით დაიფარე! ღმერთო გევედრები, მარტო არ დამტოვო, ჯვარი მემძიმება, გთხოვ არ მიმატოვო! ვდგავარ შენს წინაშე,პეტრეს სინანულით ოი, როგორ მიჭირს დგომაც,,,,სიარულიც,,, მარტო არ დამტოვო, , როგორ დავიღალე,,,, ჩემი საქართველო ღმერთო დაიფარე!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი