მე არ მყოლია დედა, რომელიც,,(ეძღვნება ობოლ ბავშვებს)


მე არ მყოლია დედა , რომელიც
ამომიშრობდა კოცნებით ცრემლებს,
დედა, რომელიც ახლად ფეხ -ადგმულს
შემაშველებდა დროულად ხელებს!

მე არ მყოლია დედა, რომელიც
გზააბნეულზე რჩევას მომცემდა,
დედა,რომელიც მარტოდ დარჩენილს
მანუგეშებდა, ან ხმას გამცემდა!

მე არ მყოლია დედა, რომელიც
ნატკენ მუხლისთავს დამიკოცნიდა,
დედა, რომელიც ჩემს ნაფეხურებს
დედის თვალებით დამილოცნიდა!

მე არ მყოლია დედა, რომელიც
ჩამიხუტებდა ისე ძლიერად,,,
დედა ,რომელიც გულს გამითბობდა
მაგრძნობინებდა თავს ბედნიერად!

მე არ მყოლია დედა, რომელიც
თოვლიან ბილიკს გამიკვალავდა,
და ამიტომაც,,,, იქნებ ამიტომ
სული ტკივილით დამიავადდა!

მე არ მყოლია დედა, რომელიც
შემასწავლიდა ცხოვრების ფერებს,
მომსდევს პირქუში სამყარო დღემდე
სადღაც დაკარგულ ბავშვობას ვეძებ!!!

მე არ მყოლია დედა ,,,,დედიკო,,,
და დღეს შავ- თეთრი ფერებით ვცხოვრობ,
სწორედ ამიტომ, სწორედ ამიტომ
იმ ნაოცნებარ ბავშვობას ვგლოვობ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი