ადამიანო!
სხვისი ცრემლებით მორწყულ გზაზე ვერ იყვავილებ, ადამიანო! პირმცინარო, გულით შავ-შავო, დღეს შეიძლება გგონია რომ მწვერვალებს იპყრობ,, დღეს შიძლება ჭუჭყით სავსე ფრთებიც გაშალო. სხვისი ტკივილი თუ შენს ბინძურ სულთან ზავდება, დროებითია ყოველივე, მალე მთავრდება, ვით ხშირი წვიმა ადიდდება ხოლმე ზვირთებად ყველას ცრემლებზე, ტკივილებზე მოგეკითხება! ვმსგავსობდეთ უფალს! არა ეშმაკს, არა სატანას, რამ შეგაძულა შენ, მოყვასის ასე გატანა? ადამიანო! პირმცინარო, გულით შავ-შავო, შენ ჩემი სახე ცრემლით რატომ უნდა აშავო? დღეთა სარკეებს მუდამ ცვლიან ღამეთა რკალი, ვიცი იკარებს, ვიცი ისევ დადგება დარი, მოჩვენებაა ყოველივე თუ მოლანდება უფალს არსად და არავისთან აგვიანდება! ადამიანო! პირმცინარო,! ბნელო!, შავპირო!, მე დღეს არ ვიცი, დარდი რითღა გავინაპირო! (ტკივილის ნისლში ღამეს ვათევ სულგანაბული, ვარ სიამაყე წართმეული, ფრთებდამტვრეული!!!) /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი