ჩემ შვილს!- ნიკოლოზს( დაბადების დღეს გილოცავ შვილო)
,,თითქოს გუშინ იყო დედის რძესთან, შენი სულ პირველი ზიარება, ლოცვა- შესმენილი მაღალ ღმერთთან , დედა-შვილობაში მთლიანდება. თითქოს გუშინ იყო, დედის წიაღს, თავის დაღწევა რომ გაგიძნელდა, ნიავს მეთექვსმეტე წელი მიაქვს , გულში ვარსკვლავები გამიბევრდა. . თითქოს გუშინ იყო -ზღაპარს მთხოვდი, ღამით ჩემთან ერთად ღიღინებდი, იავნანას თუ არ გიმღეროდი ისე , ვერაფრით ვერ იძინებდი. წმინდა ნიკოლოზის მადლმოსილი შვილი დამილოცე შემოქმედო, მიეც სიმტკიცე და წრფელი სული, გული კეთილი და საიმედო. გუშინ დედის მკერდზე ლოყა გედო, დღეს კი ხმა შეგცვლია, წვერი გშვენის, ჩემო მზის შუქო და მზეზე მეტო, შენ კი გენაცვლოს დედაშენი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი