ღმერთო!


ღმერთო გადმომხედე, 
სული განმიკურნე,
ტკივილს ვეღარ ვუძლებ მარტო,
გული დამეღალა, ისე დამეღალა
მხოლოდ სიკვდილსღა ვნატრობ.
ღმერთო გადმომხედე!
ცრემლი ამილაგე,
ტკივილს ვეღარ ვრეცხავ უკვე,
მოდი, დასასრული მაინც მოუძებნე
უიღბლო , ტკივილიან წუთებს.
ბევრი დავითმინე, 
კიდევ ბევრს დავითმენ
თუ კი არ დამტოვებ ღმერთო,
რად არ შემეწიე, როცა უფლის წიგნში
ტანჯვა და ჯოჯოხეთი მერგო?!
ღმერთო გადმომხედე, 
ტკივილს ვეღარ ვუძლებ
ღმერთო მომიტევე ცოდვილს!
რატომ არ ყუჩდება სულის იარები
როდის მოშუშდება როდის?
ღმერთო მომიტევე, 
თუ კი განგარისხე,
წავალ, წაგიკითხავ ,, ლოცვანს"
მერე თავდახრილი, ცრემლით თვალდათხრილი
აღსარებას ვეტყვი მოძღვარს,
მერე რა იქნება, 
მერე რა იქნება?
აღარ შემიძლია ღმერთო!
თვალი შევიმშრალე, ტაძრის ერთ კუთხეში,
კენტი სანთელი ენთო,,,,,:'(:'(
/მარი მაჭარაშვილი/
/მარი იმერი/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი