ნაზი სეთურიძეს!
მოგილოცავთ, ჩემ სურვილებს შევკრავ რითმის კონებად, გქონებოდეთ ჯანსაღი და სულ მზიანი ცხოვრება. გულში ისე მეთბილებით, ისე მედიადებით, (წარბშეკრული, საქმიანი, ცოტა მკაცრი თვალებით). სულით მდიდარს, უანგაროს, ბედნიერი გქონდეთ წლები დაგელოცოთ ქალბატონო თქვენ ცხოვრების ბილიკები. ღმერთმა უხვად დაგათოვოთ რომ, სიკეთით მართოთ ბრაზი ბედნიერი, გრძელი გქონდეთ სასიცოცხლო დროის ხაზი. მიყვარხართ და მეთბილებით ქალბატონო ჩემო ნაზი! /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი