ქალი-ლომები (ჰოროსკოპი)
ადამიანი- დღესასწაული", ეს ქალ ლომებზე ამბობენ ასე, სამეფო ნიშნის ტიტულს მორგებულ სიამაყით აქვს თვალები სავსე. ემოციურად სათუთ ნატურას სძულს სიბნელე და სძულს სიმარტოვე, უკან არასდროს დაგედევნება თუ უღალატე ან მიატოვე. ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, დიდსულოვნება პოზიტივს ერწყმის, თუ სულთან სული შეგიზიარა შენი ტკივილის ტკივილიც ესმის. თუ უყვარს! გული ყველასთვის უმღერს ჰგავს იას თოვლში ლამაზად გაშლილს, მის სიამაყეს თუ შეეხები ცრემლით ჩაგიკლავს და მაინც წაგშლის! ის ნახტომისთვის მუდამ მზადაა თუნდ დავარცხნილი ჰქონდეს ფაფარი, ჯერ თუ კი ვერსად ჰპოვეთ საფარი ეძიეთ ლომთან თავშესაფარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი