წუთისოფელი
წუთისოფელი არა ღირს შორით მომზირალ თვალებად, სამშობლოს ნუ მიატოვებთ თუნდაც მოგიხდეთ წვალება! სხვისი ქონების შემყურეთ, გულები დაუხარბდიან, ვაი იმ ქართველს რა ვუთხარ მიწა-წყლიდან რომ გარბიან,,, სისხლით და ოფლით მოტანილს, მიწას ღირსება ავყარეთ სხვა ქვეყნის ,, ერთი გროშისთვის" ფარ-ხმალი როგორ დავყარეთ?! მოვიკლეთ მადლი და დაგვრჩა ტკივილი განუკურნელი, გაუმაძღარი გულები, სხვა ქვეყნის მწარე სურნელი,,, მიტოვებული შვილები, ღამით ცრემლისღვრას ჩვეული,,, მშობლის სიყვარულს მოკლებულ და ალერს გადაჩვეული,,, დღეს ,, ძონძი" გაფასეულდა,,, შვილს მშობლის სითბო სწყურია, სულმა სიხარბეს ვერ სძლია,,, ოცნება დაუწურია,, მშობელო! შენი ვალია შვილი აღზარდო სულგრძელი, სულმოკლეობას შეჩვეულ პირმშოსგან შველას ნუ ელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი