გთხოვ, უფალო


შინიდან გასულს , მივყვები ფიქრით,
და მის პატარა ნაბიჯებს ვითვლი,

პირჯვარს გადავწერ , ლოყაზე კოცნით
გზას გავუნათებ მხურვალე ლოცვით.

, ნაბოლარაა ასული დედის,
ნაწილი გულის, ნაწილი მკერდის,

სათნო, ფაქიზი , ნაზი იერით,
ღმერთო მიმყოფე სულ ბედნიერი.

ღმერთო, მოჰმადლე გონება საღი,
ბავშვობა სუფთა, წრფელი და ლაღი.

აღუვსე სული თმენით და რწმენით
გთხოვ მოუმართე უფალო ხელი!

/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი