ნიღბების სამყარო
ვერ მორევია წვიმა ნიღბებს წვიმს გამეტებით და არ იღებს. წვიმას გიჟსა და წვიმას თავნებას არ სურს მარტივად ბრძოლის წაგება. გასცდა კალაპოტს წვიმის სიბრაზე ნიღბები ნიღბებს ცვლიან ჯინაზე. წვიმით აივსო ირგვლივ ხვრელები უნიღბო სახით მეტად ვსველდები. ქუჩას მივყვები ეულად , კენტად, დღეს რუხმა წვიმამ მეც დამასველა. არაფერია ქვეყნად მუდმივი არც სიხარული და არც წუხილი, არც ცა მზიანი, არცა ქუხილი არც სიყვარული და არც დუმილი. აქ ამ ნიღბების უცხო სამყაროს წვიმის წვეთებმა მინდა გამყაროს. /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი