ლექსის პასუხი (საჩხერიდან )მუხრან მაჭავარიანს!
გასაყიდელი აღარ მოდის სიმინდი, მუხრან!. შენი ლექსები საუბრობენ დღეს, შენ კი დუმხარ.. სოფელი კვდება, ვერ აუდის სოფელი ვალებს ჩითის კაბები შემოაცვდათ ყანაში ქალებს შეშა აღარ გვაქვს მოსაჭრელი,-გაკაფულია, განა მთავარი წიგნზე მეტად ქვეყნად ფულია? ვაზი გადახმა, აღარ დარჩა პატრონი ვაზის რაღა ვასწავლო ქართველ ვაჟკაცს უვაზოდ გაზრდილს? რაც გინდა თოხნო ნიადაგი არ მოგცემს ნაყოფს~ თუ მიწას თესლს არ მიაწოდებ ღვთიურს და სამყოფს. სოფელი კვდება, აღარ ველით სოფლიდან ნობათს მაინც იმედით შევციცინებ ცასა და მყობადს. კაცობრიობის ფუნქცია ხომ თესვა, თესლია, სანამ ჩვენ ვთესავთ უწიგნურნი ტალახს გვესვრიან?!,,,,, :-( :-(/?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი