მიყვარხარ
მთვარე მინათებდა ღამეს სიო მაკვდებოდა მკერდზე, ცრემლი მიბურავდა თვალებს გუბედ გუბდებოდა გზებზე. კიდე შესდგომოდა ბიჯგად შავ-შავ საავდარო ღრუბელს, ვემშვიდობებოდი მშვიდად, ზღვაზე მოტივტივე ბუდეს. უფრო ილუზიას მოჰგავს ფიქრი სიყვარულის ღმერთზე, ქარი უმატებდა ბორგვას, ნაზად ნაალერსალ თმებზე. ერთურთს ვშორდებოდით ისე. როგორც ბინდი დაღამებას,,, ეხლა გულს ტკივილი მივსებს ალბათ ვეღარ შევძლებ ფრენას. მიყვარხარ და მაინც გიშვებ, უთავბოლო ფიქრებს ვართავ,,, ჩემი სიყვარულის ჩრდილქვეშ ტკივილს ცრემლის წვიმას ვატან. მე გამოგიგონე , შეგქმენ ჩემი სიყვარულის ღმერთად., უსასოო ნატვრად მექმენ ღამე მითენდება თეთრად! ალბათ ეს ტკივილი შემშლის დამენანები და ვტირი, ნეტავ მაპოვნინა შენში ჩემი ოცნებების გმირი! /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი