პარაისოს (სამოთხის)ნეტარება
მონატრების უსასრულო მეხთატეხა, ეჭვის ღრუბლებს ბოლქვად ასულს ცაში ჰკვეთდა. ფერმკრთალ დღეებს, შავ-თეთრ ფერებს, ხელებს- მზით ნაფერებს, ვნებებს, კოცნის ალით განახელებს . ქშუის ქარი, ქარი ქარობს, მაინც სულ არაფერს ნანობს, ახსოვს! უცნობ ბგერებს ტანზე აქსოვს,,,, ათოვს! გაყინულ სულს ვეღარავინ ვეღარ ათბობს. ვარსკვლავთ კრება! სასოებით ცას ეკვრება, მერე,,, მთვარეც სადღაც ქრება,,, ტირის ქალი, სულში კრთება პარაისოს ნეტარება. ისევ მარტო, ისევ მარტო, ნატრობს,,, უმზისხივო სხივით იწვის, იცდის, უსახელო დღეებს ითვლის. რუხი ცრემლი უნაპირო ზეცას ერთვის,,, ებრძვის! საკუთარ ,,მე-ს“, სული ეწვის, და მიათრევს უსუსურ მხრებს, თმებს, ნაფერებს,,, ფერთკრთალ დღეებს, შავ-თეთრ ფერებს,,, რუხი ცრემლი უნაპირო ზეცას ერთვის,,,, /მარი მარი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი