ღვთისმშობელო მ ა რ ი ა მ


ღ- ვთისმშობელო, ყოვლადწმინდა დედაო, 
ვ- იღწვი, შევძლო ლოცვით სულის წმენდაო!
თ- ხოვნად მოველ ,დრო დაგვიდგა საზარი
ი- ბილწება ჩვენი სულის ტაძარი!
ს- ოდომური ცოდვის აღლუმს შევცქერი, 
მ- ტკივა, მაგრამ ჩემს სამშობლოს ვერ ვშველი!.
შ- ენდობას გთხოვ, შემწევ ივერიისა
ო- რთავ სოფლის მზევ, ვარსკვლავო - ცისკრისა.
ბ- რწყინვალეო, კურთხეულო დედაო
ე- რის ტკივილს კრძალვით შემოგბედაო!
ლ- ოცვის მადლით მეოხ გვექმენ , გვახარე,
ო- ხვრა-კვნესა ,განსაცდელი გვაკმარე!

მ-   არგალიტო, ივერიის მმართველო,
ა-  ღორძინე, ჩემი ეს საქართველო!
რ-  ა ტკივილით, რა ტანჯვით და გოდებით
ი-  სევ ლოცვით შენს ხატებთან მოვედი!
ა-  გვირიდე ბოროტებას შვილები
მ-  ე კი თუნდაც მსხვერპლად შევეწირები!
/მარი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი