გავიხედე...


გავიხედე მარცხნივ, 
ბოროტება ჩქეფდა.
გავიხედე მარჯვნივ,
იქ სიკეთე თვლემდა ...
ვიყურები უკან, 
წინ ვერ ვხედავ სავალს.
ბეწვის ხიდზე ვდგევარ,
ვეძებ გამოსავალს.
და ვინატრე ფრთები
ანგელოსის დარად.
რომ ვიხილო ზეცა,
რომ ვიფრინო მარად !
 -მერ'ფი-
#მარცხნივ#მარჯვნივ#ბოროტება#-მერ'ფი-#მერაბ-ფირცხალაიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
გიო (-საბ'ელი-) კაკულიაახალგაზრდა სამოყვარულო პოეტი და პუბლიცისტი3 თვის წინ

ლამაზი ლექსია ბატონო მერაბ

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი